ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

16.03.21 11:41
 ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატუარში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.   

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოკითხვის სწორი ფორმა არის ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. როცა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს გამოკითხვის შუამავლობით, ჩვენ მივალთ სასამართლოში. ის განცხადება, რაც პროკურატურამ გაავრცელა, აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ამ უწყების  მიზანია წყაროს იდენტიფიცირება და არა რეალური დამნაშავის გამოვლენა აცხადებს ნოდარ მელაძე.

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი  პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.  პროკურატურამ გამოძიება 6 მარტს ტვ პირველის ეთერში სკანდალური აუდიოჩანაწერების გასვლის შემდეგ დაიწყო. მასალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელისა და ბერა ივანიშვილის სავარაუდო დანაშაულს ეხება. 9 მარტს სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შოთაძის უწყებას ტვ პირველიდან საგამოძიებო მასალების ამოღების უფლება მისცა.