არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

30.04.24 20:01
არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

დედაქალაქის ცენტრში ისევ პროტესტია. ივანიშვილის რუსული მარშისგან და იძულებით მიყვანილი ადამიანებისგან განსხვავებით, ქვეყნის მთავარ გამზირზე ადამიანები გულწრფელი პროტესტით დგანან.

საქართველოს მოქალაქეების ევროპულმა მარშმა სტარტი დილიდან აიღო, ამ წუთებში კი რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის  მიმდებარე ტერიტორია ერთი დღის შემდეგ ისევ იმ ადამიანებმა დაიკავეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და  საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია. არა რუსულ კანონის, კი ევროპას - ამ მოწოდებით ისევ გაერთიანდა ყველა თაობისა და ყველა პროფესიის მოქალაქე. დედაქალაქის ცენტრში ისევ ფრიალებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.