რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას სტუდენტები მსვლელობით უერთდებიან
"არა რუსულ კანონს" - ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კაანონის საწინააღმდეგო მარშს უერთდებიან. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რას ფიქრობენ იმ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელიც ივანიშვილის სახელთან არის ასოცირებული.
პარალელურად, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა თბილისში შედგა. პუტინის კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები ისევ დედაქალაქის ცენტრში არიან. სტუდენტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის დეპუტატებს მათი ხმა ყოველ დღე უნდა ესმოდეთ და ამიტომ არ დაიღლებიან, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მიაღწევენ და "ქართულ ოცნებას" რუსულ კანონს უკან არ წააღებინებენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.