"არჩევნების შედეგებს აეროპორტში დაველოდები" - გიორგი მახარაძე
მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც რუსული კანონის წინაარმეგ მიმდინარე აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ხელისუფლება თაობებს ერთმანეთს აზიზღებს, რაც დაუშვებელია. მისი თქმით, არჩევნების შედეგებს აეროპორტში დაელოდება, რადგან არ სურს, რომ მისმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ.
აქ ვიდექი შევარდნაძის წასვლაზეც, მიშას წასვლაზეც, აქ 9 „ოცნების“ დროშით დავრბოდი და ახლა კიდევ აქ მიწევს ყოფნა. ასეთ რარაცას რომ უშვრები საკუთარ ერს, რომ დედა და შვილი და ბებია და შვილიშვილი რომ გინდა, რომ ერთმანეთს გადაამტერო და შეაზიზღო ერთმანეთი თაობებს ანუ მაგაზე ცუდი არაფერია. არჩევნების შედეგს დაველოდები აეროპორტში, იმიტომ, რომ ახლა კიდევ ჩემმა შილებმა... ვიქნებით „ხინკალნაია N1“ საქართველო, - ამბობს მახარაძე.