როგორ უსწორდება სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს (ვიდეო)
როგორ უწორდება სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს - ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეც.საშუალების/სპრეის გამოყენებისა და ძალის გამოყენების შემდეგ არაერთი მომიტინგე დაშავდა.
დაშავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი ანი წითლიძე. დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტები, ლიკა ზაკაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი.
პარლამენტთან დაშავდა „ილიაუნის“ ლექტორი ალიკა კუპრავაც.
"ტვ პირველის" კამერამ ათობით დაშავებული ახალგაზრდა გადაიღო.