სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან

30.04.24 23:24
სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან. 

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა ხელახლა დაიწყო. გომელაურის უწყების თანამშრომლები მშვიდობიან მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს. 

მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.

ამასთან, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა პარლამენტთან წინა პლანზეა. სამართალდამცავების მიერ განახლებული იერიშისა და დაკავებების შემდეგ სპეცრაზმი ჩადგა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის.

ვითარება პარლამენტთან დაძაბულია - დაწყებულია დარბევა, იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.