აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა - გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით არის ჩახერგილი

01.05.24 02:47
აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა - გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით არის ჩახერგილი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი სანაპიროზე იმყოფება - დემონსტრანტები მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზეც სხედან.

გზის სავალი ნაწილი, მათ შორის ავტომობილების და ავტობუსების გამოყენებით არის გადაკეტილი.