პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ვერ დაიცვა მოქალაქე - ლაშქარავას დეიდა

12.07.21 16:09
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ვერ დაიცვა მოქალაქე - ლაშქარავას დეიდა

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ სახელმწიფოში დაცული არავინ არის და ამის ნათელი მაგალითია ალექსანდრე ლაშქარავა. 

დაცული იყო რომელიმე? ლექსო იყო დაცული? მას სახეზე ზედ არ ეტყობოდა, როგორი დაცულიც იყო და როგორი მობილიზებული იყო პოლიცია? პოლიცია მობილიზებული იყო ჩვენთან სახლში, რომ წაეყვანათ ლექსო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ვერ დაიცვა მოქალაქე. ეს ხომ პირდაპირ სადამსჯელო ხალხი იყო მისეული, რომ მაინც და მაინც ჟურნალისტი და ოპერატორი უნდა გალახულიყო, - ამბობს გარდაცვლილის დეიდა. 

ოჯახის წევრი ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ გვამის დისკრედიტაცია იყო ჩაფიქრებული. 

რაც სიცოხლეში გაუკეთეს - იძალადეს და მიცვალებულზე კიდევ ძალადობა? ეს ვერ წარმომიდგენია, რომ მოაზროვნე პიროვნებამ გააკეთოს. ამ გვამის დისკრედიტაცია უნდოდათ, ეს ხომ ფაქტია, - ამბობს ლაშქარავას დეიდა.