გუშინ აქციაზე 63 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს

01.05.24 10:13
გუშინ აქციაზე 63 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს

გუშინ აქციაზე 63 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ შსს-ში საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აქციის მონაწილეეები 166-ე 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

დარახველიძის თქმით, შსს-ს 6-მა თანამშრომელმა მძიმე დაზიანება მიიღო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

„გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 166-ე და 173 მუხლებით 63 პირი დააკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6-მა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნა დარახველიძემ.