სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ - დაკავებულია 2 პირი

01.05.24 10:40
სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ - დაკავებულია 2 პირი

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ კუთვნილებაში არსებული სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. - წერია განცხადებაში.