რატომ დაარბიეთ მშვიდობიანი აქცია? - პარლამენტის თავმჯდომარე კითხვას გაურბის
გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ პარლამენტში ამ დრომდე მმართველი პარტიის დეპუტატები არ გამოჩენილან. ერთადერთი, ვინც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელმაც გუშინდელ უმძიმეს მოვლენებთან დაკავშირებით "პირველების" კითხვებს არ პასუხა.
შეგახსენებთ, რომ ხელისფლებამ მშვიდობიანი აქცია პუტინის მეთოდებით დაარბია. ხალხს სამრთალდამცველები მთელი ღამის განმვალობაში სასტიკად ცემდნენ, რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ, მათ დაშლას გაზის კაფსულებით და წყლის ჭავლით ცდილობდნენ და ჯგუფურად ქუჩა-ქუჩა დევნიდნენ, ხელკეტებით უსწორდებოდნენ და წიხლებით სცემდნენ.