"დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ" - ადვოკატები
გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ ადვოკატები ახლა დაკვებულებთან შედიან. ისინი, ვინც მათი დაცვის ქვეშ მყოფები უკვე მოინახულა, ამბობენ, რომ დაკავებულები სასტიკად არიან ნაცემები.
11 ადამიანს შეხვდით, ყველა მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანების კვალი. საერთოდ ადგილი არ ჰქონია მათი მხრიდან რაიმე სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან დამორჩილებლობას, რასაც მათ ედავებიან. შესაბამისად, ეს დაკავებები არის სრულიად უკანონო და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული დაკავებიდან. არასრულწლოვნებიც იყვნენ, რომლებიც ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, - ამბობს ინტერესების დამცველი.
ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს მთელი ღამის განმავლობაში იზოლატორებშ ეძებდნენ.
მთელი ღამის განმავლობაში იზოლატორ-იზოლატორ ვეძებდით თუ სად ჰყავდათ გადაყვანილები დაკავებულები. არ გვაწვდიდა შსს ინფორმაციას. სპეცრაზმი უსწორდებოდა, ავტომობილებში მიმდინარეობდა მათზე ფიზიკური ძალადობა სპეცრაზმის მხრიდან და საპატრულო პოლიცია უშუალოდ უკვე აკავებდა მათ, - ამბობს ადვოკატი.
აქიის მონაწილეების სატიკი დარბევის შემდეგ გომელაურის უწყება თავის მართლებას ცდილობს. შინაგან საქმეთა მინისტრი ყველაფერს იმ აქციის მონაწილეებს აბრალებს, ვისაც მისი უწყების თანამშორმლები მთელი ღამის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ.
გუშინდელ აქციაზე 63 პირია დაკავებული. ხელბორკილები დაადეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ თედ ჯონასსაც. მასაც, როგოც ყველას, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.