მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა
ტვ პირველის კამერამ მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზების კადრები დააფიქსირა. საპოლიციო ძალები ავტობუსებში არიან განთავსებული. 5 ავტობუსი კანცელარიის ეზოშია მობილიზებული. ავტობუსების ნაწილი ასევე დგას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოშიც.
ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.