რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა - მედიაომბუდსმენი
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა - ამის შესახებ მედიაომბუდსმენი იტყობინება.
სიაში მოხვდა სპეცრაზმელის მიერი წიწაკის სპრეის შესხმა TV Pirveli-ის ოპერატორს ნიკო კოკაიას მიმართ.
მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და უწყებას სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
28 აპრილიდან - 01 მაისამდე პერიოდში
🔴 სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ოპერატორს ნიკო კოკაიას https://shorturl.at/egzD3
🔴 სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა პუბლიკა • Publika ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს https://shorturl.at/glDY4
🔴 სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს https://shorturl.at/aCEG2 ასევე ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს;
🔴სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა აი, ფაქტი • ifact.ge ჟურნალისტი რობი ზარიძე https://shorturl.at/qxEO1
🔴 თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბები ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე https://shorturl.at/ckGNZ
ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით, Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა
ორგანიზაცია 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებისზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას
2023 წლის მარტიდან კი მედიის მხარდასაჭერად 21 საქმეს აწარმოებს
პროექტი სრულდება USAID Media Program/USAID მედია პროგრამა დახმარებით
#არარუსულკანონს", - წერია განცხადებაში.