შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანებს მსჯავრს დღეს გამოუტანენ

16.03.21 12:07
შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანებს მსჯავრს დღეს გამოუტანენ

რამდენ  წელს გაატარებენ საპატიმროში გიორგი შაქარშვილის მკველობაში მსჯარდებული არასრულწლოვნები, დღეს გახდება ცნობილი. რამდენმე საათში მოსამართლე ბიძინა სტურუა გადაწყვეტილებას გამოცხადებს. 1 9 წლის ფეხბურთელის მკველობის საქმეზე 16 წლიანი სასჯელი 3 მსჯავრდებულს უკვე შეეფარდა. ადვოკატები ამბობენ, რომ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა, განაჩენი კი უკანონო. ბიძინა სტურუას გადაწყვეტილას დაცვის მხარე მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ვინაიდან არიან არასრულწლოვანები, გამოტანილ ვადაზე მათ უნდა დააკლდეს ერთი მეოთხედი, საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს მკვლელობა. სტრასბურგის იმედი მაქვს - ამბობს ადვოკატი.

გიორგი შაქარაშვილის  მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 5 პირი დამნაშავედ ცნო.  3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 2 არასრულწლოვნის შესახებ გადაწყვეტილება  დღეს გამოცხადდება. 

მსგავსი სიახლეები