"ორკებმა მცემეს ვიზუალის გამო " – მოქალაქე ამბობს, რომ ჩაცმულობის გამო სცემეს

12.07.21 16:48
"ორკებმა მცემეს ვიზუალის გამო " – მოქალაქე ამბობს,  რომ ჩაცმულობის გამო სცემეს

მოქალაქე გოგა გოგია ამბობს, რომ 11 ივლისს გვიან ღამით 4 პირი დედაენის ბაღში ჩაცმულობის გამო  ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფიზიკური დაზიანებების ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს. 

ორკებმა მცემეს და ოთხივე დავაჭერინე, ცივილურად და ეგეთ მოძალადეებს თუ არ დაიჭერთ,  ჟურნალისტებს და ხალხს კიდევ მოკლავენ, თავს შევწირავ და ორკებს არ გავახარებ, ვიზუალის გამო რომ გცემენ, ესეთები გოგოებსაც ცემენ და თავის ცოლებს ურტყავენ, ეს მასკულანტი სირები, გეების დევნაში რომ ხართ გადართული, მისამართი სულ გეშლებათ და ეგრე მოგივათ, დედას მოგი@@@თ, არ გაგახარებთ, არ მოგწონთ ხო ლამაზად და მოდურად ჩაცმული ადამიანი და თქვენი ერთნაირი ვარცხნილობა და ერთნაირი ჩაცმულობა მოგწონთ და გინდათ მეც თქვენნაირად გამოვიყურებოდე, მაგრამ ვერ მიიღებთ, თქვე კომუნისტებო, რუსეთის მონებო, გამყიდველო ბოზებო, პიტბულებივით რომ ზრდით შვილებს, ადამიანივით გაზარდეთ", - წერს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი.