არა რუსულ კანონს, საქართველოს მომავალი ევროპაშია - გიორგი მერებაშვილი
სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან - ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი გუშინდელ ფართომასშტაბიანი აქციის სასტიკად დარბევას ეხმაურება.
ფეხბურთელი ინსტაგრამ "სთორიში" სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების ამსახველ კადრებს ათავსებს და წერს, რომ "საქართველოს მომავალი ევროპაშია".
ძალიან რთულია ამ კადრების ყურება შორიდან. არა რუსულ კანონს, საქართველოს მომავალი ევროპაშია - წერს ფეხბურთელი.