"თავისუფლება ლომთა ხვედრია და არა ვირთხების" - რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას ბათუმიდან უერთდებიან

01.05.24 13:52
"თავისუფლება ლომთა ხვედრია და არა ვირთხების" - რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას ბათუმიდან უერთდებიან

 

გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას კიდევ უფრო მეტი მოქალაქე უერთდება. დილიდან მზადებაა საქართველოს ყველა ქალაქში. მოქალაქეები ბათუმიდან თბილისში აქციაზე უკვე წამოვიდნენ.

ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში სპონტანურად დაიგეგმა. ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა პოსტი გაავრცელა და ამის შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს შეერთდებოდნენ.

თბილისში ბათუმიდან წამოვიდნენ სტუდენტები არასამთავრობოები და უბრალო მოქალაქეები.

თავისუფლება ლომთა ხვედრია და არა ვირთხების. ამიტომ ყველანი უნდა გავიდეთ თბილისში აქციაზე. ჩვენ მარტო შვილებმა არ უნდა ვქნათ ეს საქმე, მშობლებო, დაგვიდექით გვერდით", - ამბობს მოქალაქე.