იმედია, ექსპერტიზა ვერ უარყოფს, რომ დაზიანებები სიცოცხლეშივე მიიღო - ლაშქარავას ნათესავები

12.07.21 17:09
იმედია, ექსპერტიზა ვერ უარყოფს, რომ დაზიანებები სიცოცხლეშივე მიიღო - ლაშქარავას ნათესავები

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, ოჯახის წევრები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ოჯახი იმედოვნებს, რომ ექსპერტიზა სწორ დასკვნას დადებს და გამოძიება სწორად წარიმართება. 

იმედს ვიტოვებ, რომ გონიერება ეყოფა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და იმ დასკვნას დადებს, რომელიც არის სამართლიანი. ველოდები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნას. იმედია, იმას მაინც ვერ უარყოფენ, რომ 5 ივლისს მიიღო ორგანიზმმა მძიმე დაზიანებები, სიცოცხლეშივე მიიღო", - ამბობს ლაშქარავას ნათესავი. 

მსგავსი სიახლეები