მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან - რიგი აირწინაღებზე

01.05.24 14:44
მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან - რიგი აირწინაღებზე

გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ მოქალაქეები აირწინაღებს და რესპირატორებს მასობრივად იძენენ. სპეციალურ მაღაზიებთან ყიდვის მსურველთა რიგებია. რუსული კანონის მოწინააღმდეგები დღევანდელი აქციისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ ხელისფლებამ მშვიდობიანი აქცია პუტინის მეთოდებით დაარბია. ხალხს სამრთალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ, რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ, მათ დაშლას გაზის კაფსულებით და წყლის ჭავლით ცდილობდნენ და   ჯგუფურად ქუჩა-ქუჩა დევნიდნენ, ხელკეტებით უსწორდებოდნენ და წიხლებით სცემდნენ.