იყო გარკვეული ცვლილებები თავის ტვინში - დამოუკიდებელი ექსპერტი ლაშქარავას სხეულზე დაზიანებებს აღწერს

12.07.21 17:18
იყო გარკვეული ცვლილებები თავის ტვინში - დამოუკიდებელი ექსპერტი ლაშქარავას სხეულზე დაზიანებებს აღწერს

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, იმ დაზიანებებს აღწერს, რომელიც ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის სხეულზე აღმოაჩინა. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ალექსანდრე ლაშქარავას ცხედრის კვლევაში  დამატებითი სპეციალისტების ჩართვა გახდეს საჭირო. 

დადგენილი აქვს მარცხენა თვალბუდის ძვალოვანი სტრუქტურის ფრაგმენტული, საკმაოდ  ტლანქი, საკმაოდ რთული მოტეხილობები, თვალბუდის მედიალური, შიგნითა კიდის და ქვედა კიდის ჩათვლით. ეს ფრაგმენტები შეღწეული იყო ეთმოიდალურს და ჰაიმორის წიაღებში. ბუნებრივია, ჩაღვირილი სისხლით და ა.შ. იყო გარკვეული ცვლილებები თავის ტვინში, გარკვეული პათოლოგიური პროცესებისკენ მიმანიშნებელი. პირველადი ვარაუდით, ჩვენ სიკვდილის მიზეზებზე ცალსახა დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. ველოდებით ლაბორატორული კვლევის შედეგებს, მერე მოხდება ამ კვლევის შედეგების შეჯერება შედარებითი ანალიზის ფორმატში ავადმყოფობის ისტორიის მონაცემებთან, გვამის მაკროსკოპიური კვლევის შედეგებთან, ამის მერე არ გამოვრიცხავ, რომ ექსპერტიზაში სიკვდილის საბოლოო მიზეზის დადგენის თვალსაზრისით საჭირო გახდეს ვიწრო პროფილის ექიმების ჩართულობა, - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე. 

ტვ პირველის გადაწყვეტილებით, გვამის დათვალიერების პროცესში ალექსანდრე გეჯაძე გუშინ დილის 12 საათზე ჩაერთო, მაგრამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ის თითქმის ოთხ საათიანი დაგვიანებით შეუშვეს.

მსგავსი სიახლეები