იზოლატორში გადაყვანილი ახალგაზრდებს სხეულისა და სახის არეში ცემის კვალი აღენიშნებათ

01.05.24 16:17
იზოლატორში გადაყვანილი ახალგაზრდებს სხეულისა და სახის არეში ცემის კვალი აღენიშნებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ვეღარ მალავს - იზოლატორში გადაყვანილი ახალგაზრდებს სხეულისა და სახის არეში ცემის კვალი აღენიშნებათ.

სასტიკად ნაცემი მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. კონკრეტულად კი მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელკეტებსა და წიხლებს ურტყამდნენ და სახეში აფურთხებდნენ.

დაკავებულთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ყველა სამართალდამცავის იდენტიფიცირება შესაძლებელია, რადგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებში დანაშაულებრივი მოქმედებები გარკვევით ჩანს.

იზოლატორში არის ათობით ადამიანი დაკავებული. მათი მდგომარეობა არის სტანდარტული, როგორც აქამდე იყო. არიან ნაცემები და ისევ ის ტენდენცია მეორდება დაკავების დროს. როდესაც ადამიანებს ედოთ ბორკილები, რამდენიმე ადამიანთან მივიდა სპეცდანიშნულების წევრი და დაუწყო მათ ცემა. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობს ადამიანებზე, ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი არის ახლა მოსული და იწყებს გამოძიებას, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ერთ მოძალადეს წაუყენონ ბრალი და გამოძიება მიიყვანონ ბოლომდე. დაზარალებულს შემოხეული აქვს მაისური, გატეხილი აქვს სათვალე და ეტყობა ცემის კვალი", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

ცნობისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად, კანონდამრღვევ ფაქტებს სახალხო დამცველის აპარატიც იკვლევს. საქმესთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანი ბრიფინგს 17:00 საათზე გამართავს.