2 ათასი მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1 995-მა რა დავაშავეთ? - მამა იოანე

12.07.21 17:15
2 ათასი მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1 995-მა რა დავაშავეთ? - მამა იოანე

სამების ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ის გმობს ყოველგვარ ძალადობას.  მისი თქმით,  ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

2 ათასი მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1995-მა რა დავაშავეთ? იუდათი ხო არ უნდა განსაზღვროთ 12 მოციქული. სასულიერო პირმა თუ კანონი სახლმწიფოს წიანშეც დაარღვია, ისიც უნდა დაისაჯოს. ჩვენ ქვეყანაში მოძალადეები არ არსებობენ? ბუნებრივად, ან შინაგანად. მე თუ რამე გადაცდომა მექნება, მაგებინეთ პასუხი გთხოვთ, სხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ", - ამბობს მამა იოანე 

მსგავსი სიახლეები