"ამაზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო უწყებამ" - ქურდოვანიძე აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე

01.05.24 17:42
"ამაზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო უწყებამ" - ქურდოვანიძე აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე

იურისტები და სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ გუშინ მომიტინგეებზე გამიზნული ძალადობა განხორციელდა, რომელსაც გამოძიება სჭირდება.

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გუშინდელ სადამსჯელო ღონისძიებაზე ამაზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო უწყებამ, თუმცა ამის იმედი არ აქვს, რადგან ქორდოვანიძის თქმით, დღეს საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტის კრიზისია.

დღეს საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტის კრიზისია. როდესაც ასეთი მძიმე ფაქტი ხდება, მათ შორის დეპუტატის წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით ვისმენთ სრულიად არადამაჯერებელ ვერსიებს, რომ თითქოს მან ეს დაზიანებები თვითონ წაქცევით ან ა.შ. მიიღო. ამაზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო უწყებამ", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

სპეცრაზმელი, სერიული ნომრით - 01 83 და 02 97 - „შაბათის ეთერის" მიერ გადაღებული კადრებში იმ სპეცრაზმელების სახეები ჩანს, ვინც ლევან ხაბეიშვილის გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდნენ. ჩვენი ოპერატორის მიერ გადაღებულ ვიდეომასალით, შესაძლებელია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფის შეფის ამოცნობაც, ვინც ხაბეიშვილის ცემის დროს რაციით მითითებებს იღებდა, შემდგ კი გასცემდა. ეს კადრები ახლა გამოძიებისთვის პირდაპირი მტკიცებულბაა.

ვინ სცემდა გამეტებით ოპოზიციონერ პოლიტიკოსს - კადრები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რადგან ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ხაბეიშვილზე ანგარიშსწორებას მათი ოპერატორი იღებს. გამოძიებას მოძალადეების იდენტიფიცირება ხმით, სანომრე ნიშნებით და სახითაც რამდენიმე წუთში შეუძლია, თუმცა ამ დრომდე არც დაკავებული და არც ბრალდებული არ არსებობს.

ლევან ხაბეიშვილი, რომესაც იმუნიტეტი იცავს, სპეცრაზმმა კორდონში იმ დროს შეითრია,  როდესაც სპეცრაზმი ერთ-ერთ მოქალაქეს აკავებდა და  ოპოზიცინერი მის დახმარებას ცდილობდა. ხაბეიშვლი დარწმუნებულია, რომ მისი სასტიკად ცემის დავალება სპცერაზმის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა პირადად გასცა.

შსს კი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში თავად შეიჭრა, წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, რა დროსაც მიიღო დაზიანება.