გლდანში გაზის მილებში წყალი შეუშვეს

16.03.21 12:13
გლდანში გაზის მილებში წყალი შეუშვეს

გლდანში ერთ–ერთმა აბონენტმა წყლის გამათბობელი არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა. გაზმომარაგების კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, დაუდევრობის გამო 32 აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. 

გლდანში, მესამე მიკრო რაიონის მე-5 კორპუსის მცხოვრებლები ამ ღამეს სუსხიან ღამეს გაზის გარეშე დარჩნენ. მიზეზი მათი მეზობლის დაუდევრობაა, რომელმაც შემთხვევით, ან არაპროფესიონალი ხელოსნის წყალობით, წყლის გამათბობელი (ე.წ. კალონკა) არასწორად დაამონტაჟა და წყალი მთელი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა. ხვალამდე კორპუსის მცხოვრებლებს გაზის გარეშე მოუწევს ყოფნა, რადგან ჩართვამდე სრულად უნდა გამოიდევნოს წყალი კორპუსის გაზის მილებიდან - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში