რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ბრიუსელშიც იმართება

01.05.24 21:33
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ბრიუსელშიც იმართება

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ბრიუსელშიც იმართება - "ოცნების" ინიციატივის მოწინააღმდეგეები საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დაიცვეს ქვეყნის ევროპული მომავალი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს "რუსულ ორბიტაზე დაბრუნება" ემუქრება, ამიტომ მათი თქმით, ახლა საჭიროა, ხალხის სრული მობილიზება და პროტესტი პერმანენტულ რეჟიმში.

Საქართველოს მთავრობის ქმედებები ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს! ქვეყანა შორდება ევროპულ კურსს. გვემუქრება რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. 

Შესაძლებელია, გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, უკან გაიწვიონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

Საქართველოს ჩვენი ერთად დგომა ესაჭიროება." - ამბობენ აქციის მონაწილეები.

83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.