სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა
სპეციალური დანიშნულების რაზმებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.
დაპირისპირების დაწყებამდე, შსს-მ ადგილიდან სპეცრაზმი გაიყვანა და პარლამენტის ეზოში განალაგა.
აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ ადგილი ჰქონდა სუს-ის აგენტ-პროვოკატერების მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს, რასაც მოულოდნელად სპეცრაზმის გამოჩენა და წიწაკის სპრეის გამოყენება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან მომიტინგეების წინააღმდეგ გაუფრთხილებლად წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის გამოყენება და მონაწილეების დარბევის სპეცოპერაციის ჩატარება კანონდარღვევაა.