აქციაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი დაშავდა

01.05.24 22:42
აქციაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი დაშავდა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეების დარბევის შედეგად, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი დაშავდა.

სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მიმართულებით წიწაკის სპრეი, გაზის კაფსულები და რეზინის ტყვიები გაუფრთხილებლად ისროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.