აქციაზე ცოტნე კობერიძე დაშავდა - პოლიტიკოსს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია ესროლეს
რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ცოტნე კობერიძეც დაშავდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ცხადად ჩანს, რომ ახალგაზრდას ხელის არეში, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიისგან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეების დარბევა რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მომიტინგეების მიმართულებით წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დარბევის შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი არასრულწლოვანია.