აქციაზე მედიის წარმომადგენელი დაშავდა

01.05.24 23:12
აქციაზე მედიის წარმომადგენელი დაშავდა

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, დარბევის შედეგად, "მთავარი არხის" ოპერატორი, ზუკა ჩხვირკია დაშავდა.

დაშავებული, სავარაუდოდ, წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას გაურკვეველი საგანი სახის არეში მოხვდა. ოპერატორს ჭრილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაუმუშავეს.

ამ დროისთვის ზუკა ჩხვირკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო - "მთავარი არხი".