აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

01.05.24 23:45
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებულმა მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. 

სამოქალაქო საზოგადოება პერიმეტრზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არის მისული და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.