"ქართული ოცნების" ვებგვერდი, სავარაუდოდ, დაჰაკეს
"ქართული ოცნების" ვებგვერდი, სავარაუდოდ, დაჰაკეს - ნახევარ საათზე მეტია, რაც მმართველი პარტიის ოფიციალური საიტი გათიშულია.
ასევე არ იძებნება პროპაგანდისტული მედიის, "პოს ტვ"-ის ვებგვერდიც.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება "Anonymous" თბილისში შეკრებილ დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებს.
"საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, გველოდეთ" - წერია განცხადებაში.