მხუთავი აირი ისროლეს, შეგვეკრა სუნთქვა და გონებას ვკარგავდი - აქციის მონაწილე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში კიდევ ერთი დაშავებული მოათავსეს - სპეცრაზმელებმა ახალგაზრდა კაცის მიმართულებით ცრემლსადენი გაზი ისროლა.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილე "პირველებს" უყვება, მხუთავი აირის შესუნთქვის შემდეგ, სუნთქვა გაუძნელდა და გონებას კარგავდა.
მხუთავი აირი ისროლეს. ვერ მოვასწარით მოშორება. გამოვიდა კვამლი. რამდენიმე მოქალაქეს მოგვიწია ამის შესუნთქვა. შეგვეკრა სუნთქვა, გონებას ვკარგავდი. დამეხმარნენ მოქალაქეები და სასწრაფომდე მომიყვანეს", - ამბობს დაშავებული.