ეს არის უკანონო ბრძანება ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ეკა გიგაური

02.05.24 00:35
ეს არის უკანონო ბრძანება ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს - ეკა გიგაური ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა არ გამოიყენონ.

მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, რომელიც გიგაურის თქმით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პოლიციისგან მოვითხოვ, რომ არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. ეს არის უკანონო ბრძანებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კი ჩვენ იმათთვისაც ვიბრძვით, ვინც არ გვეთანხმება, რადგან მათთვისაც გვინდა კარგი ქვეყანა. გვინდა, რომ მათ არ შეასრულონ უკანონო ბრძანება, მათზე ზეწოლა არ მოახდინონ. ეს არის რისთვისაც ვიბრძვით, ამიტომ ძალიან ცუდია, რასაც ისინი აკეთებენ. მოვუწოდებ მათ, რომ არ იმოქმედონ კანონის საწინააღმდეგოდ", - ამბობს ეკა გიგაური.