რთულია იმის თქმა, დამიზნებით მესროლეს თუ არა, მაგრამ რეზინის ტყვია მომხვდა - ყურუა

02.05.24 02:14
რთულია იმის თქმა, დამიზნებით მესროლეს თუ არა, მაგრამ რეზინის ტყვია მომხვდა - ყურუა

"რთულია იმის თქმა, დაზნებით მესროლეს თუ არა, მაგრამ რეზინის ტყვია მომხვდა" - ამის შესახებ განცხადება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების მიმართ ქვების სროლა დაიწყეს, ხოლო გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა კორდონში ბიჭი შეითრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

პირდაპირ ჩემთვის არავის არ უსვრია. თუ შეწყვეტენ წყლის გამოშვებას წავალთ, უბრალოდ პრინციპის ამბავია, რომ წყალს გვასხამენ და გვესვრიან. სპეცრაზმმა დაიწყო ქვების სროლა. ერთი ბიჭი შეითრიეს გდდ-ს წარმომადგენლებმა და მძიმედ ცემეს. ძალიან რთულია იმის დანახვა, დამიზნებით მესროლეს თუ არა. მთელი დღეა დედას ვაგინებ და ყვე**ი მომარტყეს. მე ერთხელ რომ მომხვდა მაგის მერე ჩავიკეცე", - ამბობს ჩელე.