სამართალდამცავებს ვუხსნიდით, რომ უფლება აქვთ არ დაემორჩილონ მათ ზონდერ ბრძანებებს - კალატოზიშვილი

02.05.24 02:35
სამართალდამცავებს ვუხსნიდით, რომ უფლება აქვთ არ დაემორჩილონ მათ ზონდერ ბრძანებებს - კალატოზიშვილი

"სამართალდამცავებს ვუხსნიდით, რომ უფლება აქვთ არ დაემორჩილონ მათ ზონდერ ბრძანებებს" - ამის შესახებ განცხადება ნანკა კალატოზიშვილმა გააკეთა.

მსახიობი ამბობს, რომ რუსული კანონის რეინიცირებით ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე განვითარებაში.

გუშინაც ვიყავით ასე დილამდე და ასე ვიქნებით იქამდე, სანამ არგავიტანთ იმას, რისთვისაც ვიბრძვით. ეს კანონი ჩვენ გვიშლის ევროინტეგრაციის გზაზე დადგომაში ხელს. ჩვენ 78-ე მუხლით ევროინტეგრაცია გვიწერია. სამართალდამცველებს ვუხსნიდი და კიდევ ბევრჯერ ავუხსნი, რომ მათ უფლება აქვთ არ დაემორჩილონ მათ ზონდერ ბრძანებებს, რადგან კონსტიტუციას გვირღვევენ. როდესაც სალომე ზურაბიშვილზე გამოგვიცხადეს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტის ღირსია იმიტომ, რომ სადღაც გადაფრინდა, მათ ასი ათასობით ადამიანს ჰკითხონ, რა რეაქცია გვაქვს და აგერ ხედავენ კიდეც, რა რეაქცია გვაქვს. ჩემთვის ლეგიტიმურები არ არიან ისინი", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.