რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ნიუ-იორკშიც მიმდინარეობს

02.05.24 03:48
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ნიუ-იორკშიც მიმდინარეობს

რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ნიუ-იორკშიც მიმდინარეობს - რიგით მეხუთე დღეა, რაც ემიგრანტები იკრიბებიან და საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგანან.

"არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას" - სკანდირებენ მოქალაქეები და ამბობენ, რომ საქართველოს გზა, მხოლოდ და მხოლოდ, ევროპაშია.

83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.