"არა რუსულ კანონს" - პარლამენტის შენობის კედლებზე წარწერებს შლიან (ფოტო)

02.05.24 10:34
"არა რუსულ კანონს" - პარლამენტის შენობის კედლებზე წარწერებს შლიან (ფოტო)

"არა რუსულ კანონს" - პარლამენტის შენობის კედლებზე წარწერებს შლიან (ფოტო)

"ოცნება" გუშინდელი სადამსჯელო ღამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ პროტესტის ყველანაირ კვალს აქრობს.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს მოქალაქეები ორ კვირაზე მეტია, რაც პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ.

ბოლო ორი დღეა ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საღამოს 7-საათიდან გამთენიის 6-საათამდე დგანან.

30 აპრილს, პირველ და ორ მაისს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.