ლექსოს დედა უმძიმეს მდგომარეობაშია იმ სიბინძურის გამო, რომელიც თავს დაატეხეს - ინგა გრიგოლია

12.07.21 20:22
ლექსოს დედა უმძიმეს მდგომარეობაშია იმ სიბინძურის გამო, რომელიც თავს დაატეხეს - ინგა გრიგოლია

"ტვ პირველის" პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდა. 

არხის სახე ამბობს, რომ ჩვენი კოლეგის დედა უმძიმეს მდგომარეობაშია იმ ბრალდებების გამო, რასაც ხელისუფლება მის შვილს უვრცელებს:  

ლექსოს დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იმ სიბინძურის გამო, რომელიც თავს დაატეხეს მის გარდაცვლილ შვილს. ლექსოს დედა შეურაცხყოფილია. ერთი კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ტრადიციებზე გველაპარაკებიან - რომელ ტრადიციაში ჯდება მიცვალებულზე ასეთი სიბინძურის გავრცელება?! დედა შოკშია იმისგან, რასაც პროპაგანდა აკეთებს მისი გარდაცვლილი შვილის წინააღმდეგ. თუ რამეა სირცხვილი, სწორედ ეს არის",- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.