კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი უკან - CPJ
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსული კანონის მეორე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება - ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
CPJ მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებული ინიციატივის გარშემო არსებულ რისკებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
CPJ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, რომელიც სასტიკად ემუქრება მედიის თავისუფლებას და შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან". - წერს CPJ.