საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს - ბრიტანეთის საელჩო

02.05.24 13:07
საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს - ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება - დიპლომატიური უწყება წერს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსული ადამიანები საკუთარ ნებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იცავენ.

საელჩოს თქმით, საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების მკაფიო ხმა გაიგოს და გაითვალისწინოს.

ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. 

მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული. " ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.