მე დასაკარგი არაფერი მაქვს, გპირდებით, გადაგეფარებით! - მაია ასათიანი საზოგადოებას მიმართავს

12.07.21 20:23
მე დასაკარგი არაფერი მაქვს, გპირდებით, გადაგეფარებით! - მაია ასათიანი საზოგადოებას მიმართავს

ტვ პირველის ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მედიის ძალაზე ისაუბრა. მაია ასათიანმა ხელისუფლებას ვარდების რევოლუცია, 2012 წლის ე.წ. ციხის კადრები და ყველა ის მოვლენა შეახსენა, სადაც წამყვან როლს მედია ასრულებდა.

გპირდებით ბავშვებო, რომ გადაგეფარებით იმიტომ რომ სხვა დასაკარგი მე მართლა არაფერი არ მაქვს. ცხოვრების მთავარი შიში უკვე დაძლეული მაქვს, თითოეულ თქვენგანს რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოთ, რა ფერის თმაც არ უნდ აგქონდეთ, დაგიდგებით წინ მეც და მთელი ქართული მედია. ის რითიც ყველაზე მეტად ვამაყობთ ჩვენი ქართული მრავალხმიანობა, ერთი აღებული ცალკე არაფერია, ყველა ხმა განსხვავებულია და ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ქართული მრავალხმიანობის უნიკალობა მთელ მსოფლიოშ, ჩვენც ასეთები ვართ ზოგი წითელი, ზოგი ლურჯი, ზოგი მწვანე,  ზოგი დაბალი,  ზოგი მაღალი. სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია მეგობრებო.

ჩვენ არ დავიშლებით, არ დავიღლებით. არცერთი ბრძოლა ჯერ  არ წაგვიგია ქართულ მედიას და ყველა ცვლილება სწორედ მედიიდან დაიწყო და ხელისუფლებას გავახსენებ იმ მთავარ  საშინელ  ცოცხების დღეს, სად გავიდა ეს ყველაფერი ეთერში, ხომ ტელევიზიით გავიდა ეთერში, ხომ გახსოვთ? 2003 წლის რევოლუციაც ტელევიზიით დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერიც ტელევიზიით გარშემო ხდებოდა, დეჟა-ვუ ხომ არ გაქვთ იქნებ სხვის შეცდომებზე მაინც ისწავლოთ, რომ საქართველოში მედია ოჯახთან ბრძოლა სრულდება თქვენი დამარცხებით", - მიმართა მაია ასათიანმა საზოგადოებას.

მსგავსი სიახლეები