რუსულ გეზს თუ არ შეცვლით და რუსულ კანონებს არ გაიწვევთ, სახლში უკან არ შევალთ, თქვენი დღეები დათვლილია! - გიგაშვილი

02.05.24 15:03
რუსულ გეზს თუ არ შეცვლით და რუსულ კანონებს არ გაიწვევთ, სახლში უკან არ შევალთ, თქვენი დღეები დათვლილია! - გიგაშვილი

რუსულ გეზს თუ არ შეცვლით და რუსულ კანონებს არ გაიწვევთ, სახლში უკან არ შევალთ, თქვენი დღეები დათვლილია! - პიანისტი გიორგი გიგაშვილი "ოცნების" ხელისუფლებას საყოველთაო დაუმორჩილებლობას უანონსებს.

გიგაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში "ოცნების" ხელისუფლებას მოღალატეებს უწოდებს, რომლებსაც ხალხის ხმა არ ესმით.

თქვენი დღეები დათვლილია - ეუბნება პიანისტი მმართველ გუნდს.

3-დან 2 მოსმენა გავლილი აქვს ,,რუსულ კანონს” ისე, რომ არც ერთი პარლამენტარი ყურს არ იბერტყავს და თითქოს არც ვარსებობთ ხალხი.
და ძალიან გთხოვთ, თუნდაც გინებაზე, თუნდაც ბოძზე აძვრომაზე და პულივიზატორით კამერის შეღებვაზე, თუნდაც მის მოწყვეტაზე ერთ კომენტარსაც ნუ აკეთებთ.
ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც ხალხს არ უსმენენ,  მიიღებენ საყოველთაო დაუმორჩილებლობას.
პოლიციელები, რომლებიც ქალებს და ბავშვებს გამეტებით ურტყამენ (ახლა კარგად მოისმინეთ ამის მერე რასაც დავწერ და ყურადღება კარგად მიაქციეთ), მხოლოდ მათი ველურული მოქცევის, რტყმის, ცემის, დასახიჩრების მერე მიიღებენ უკან პასუხს და არა - მანამდე.
გუშინ გომელაურმა რომ განაცხადა ჩვენი 8 პოლიციელი დაშავებულიაო, ოდესმე ვინმე იხდის ,,ბოდიშს” ან ზუსტ რიცხვს ამბობს რამდენი, ვინ ან როგორ შავდება აქციებზე? ან თვალი რას უგავთ, ან ზურგი? 
—————
ყოველდღე უფრო მეტი გამოვალთ. 
რუსულ გეზს თუ არ შეცვლით და რუსულ კანონებს თუ არ გაიწვევთ, არც სახლში შევალთ უკან.
თქვენი დღეები დათვლილია, მალე წახვალთ. მაქსიმუმ ოქტომბერში", - წერს გიორგი გიგაშვილი.