აქციაზე დაკავებული კახა ფირცხალავა 2 000 ლარით დააჯარიმეს
ფულადი სანქციები რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის - რამდენიმე წუთის წინ კახა ფირცხალავა მოსამართლემ 2 000 ლარით დააჯარიმა.
მოქალაქე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა 1 კვირის წინ დააკავეს. თავდაპირველად, იზოლატორში 48 საათი ალოდინეს, შემდეგ კი გაუშვეს და უთხრეს, რომ მისი სასამართლო პროცესი მოგვიანებით ჩაინიშნებოდა.
კახა ფირცხალავა ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციაზე თავისთვის იდგა და მოვლენებს შორიდან აკვირდებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დღეს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების ნაცვლად, სამი პატრულ-ინსპექტორი მივიდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ არ დაემორჩილა.
მიუხედავად წაყენებული ბრალდებებისა, კახა ფირცხალავა ბრალს არ აღიარებს. მეტიც, სამოქალაქო აქტივისტი სამართალდამცველებს პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებს.
ჩემთვის წყნარად ვიდექი კედელთან და ვუყურებდი აქციას. ამ დროს წამიყვანეს. არც სამხრე კამერის ჩანაწერი აქვთ და აქეთ გაბრალებენ გინებას, შეურაცხყოფას, ფურთხებას, შემდეგ გიტაცებენ, მიყავხარ და გაჯარიმებენ. მე 2 000 ლარით დამაჯარიმეს. პოლიციელები ჰყავთ მოყვანილი, რომლებიც აქციაზე არც კი მყავს ნანახი. დავალებას ასრულებენ მიუღებელს, რაც სამარცხვინოა", - ამბობს კახა ფირცხლავა.