რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გელა ნადირაძე იპოვეს

02.05.24 16:53
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გელა ნადირაძე იპოვეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, გელა ნადირაძე იპოვეს.

მამაკაცის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნადირაძე საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

მეგობრებოოოო! გელა ვიპოვეეეთ!

ერთ-ერთ კლინიკაში, სერიოზული დაზიანებებით, ნეკნები ჩამტვრეული და მრავალი სხვა, მაგრამ მთავარია ცოცხალია.

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანა ეს ამბავი!" წერს სალომე ნადირაძე.

ცნობისთვის, გელა ნადირაძეს ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. 37 წლის კაცი რუსთაველზე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შემდეგ გაქრა. ბოლო კადრებში, რომელიც ტელეოპერატორებმა გადაიღეს, ჩანს, რომ სპეცრაზმელები მამაკაცს უსწორდებოდნენ.