დედები შვილების მომავლის დასაცავად - რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში ყველაზე პატარა მომიტინგეებიც გამოვიდნენ

02.05.24 17:38
დედები შვილების მომავლის დასაცავად - რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში ყველაზე პატარა მომიტინგეებიც გამოვიდნენ

 

 

დედები შვილების მომავლის დასაცავად - რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში დგომა ქალებმა გადაწყვიტეს.

ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაიტანეს და "ოცნების" ხელისუფლების მოქმედებებს ჩვილ ბავშვებთან ერთად აპროტესტებენ.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამბობენ აქციის მონაწილეები. პარლამენტის სასახლესთან დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული მოზარდებიც დგანან და საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას ცდილობენ.

მინდა რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვიცხოვრო, რუსეთი ძააან ცუდია, არ მინდა რუსეთში წავიდე, იმიტომ რომ საქართველო ძალიან მიყვარს - ამბობს აქციის 5 წლის მონაწილე. 

ეს არის პატარა თინა და აქ ვართ თინასა და მისი თანატოლების მომავლისთვის. მოვუწოდებ ხალხს, დადგნენ ჩვენთან ერთად, უარი ვუთხრათ რუსულ კანონსა და რუსეთს და კი ვუთხრათ ევროპას. საღამოობით მამას ვუშვებთ ხოლმე და გვიხარია, რომ ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ დღისით მოვსულიყავით", - ამბობს აქციის მონაწილე.