"ექიმმა თქვა, რომ გადასაყვანი იყო" - რეზინის ტყვიები, სავარაუდოდ, 16 წლის სკოლის მოსწავლესაც მოხვდა
დაისჯებიან თუ არაა კანონდარღვევაში მხილებული სპეცრაზმელები. დღე ისე იწურება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ ამბობს, აპირებენ თუ არა მინიმუმ გამოკითხვაზე დაიბარონ ის სამართალდამცველები, რომლებიც წუხელ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის დაშავებული მონაწილეები სიცურეში ამხელენ. რეზინის ტყვიები, სავარაუდოდ, დამიზნებით აქვს ნასროლი 16 წლის სკოლის მოსწავლესაც. ამ ინციდენტის შემსწრე აქტივისტები ყვებიან, რომ მოზარდი გულწასული მიიყვანეს სასწრაფოს მანქანაში.
მე თვითონ წიწაკის სპრეით ვიყავი მოწამლული, იმ სასწრაფოს მანქანაში ვიჯექი და დაემთხვა ისე, რომ ის ბავშიც ამოიყვანეს. რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მუცელში ორი ტყვია ჰქოდნა მოხვედრილი. სასწრაფოს ექიმმა განაცხადა, რომ ეს აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ, რადგან ტყვიები კანში აქვს გაჩხერილიო. მერე უკვე შეართეს ჯანგბადზე, ემც ჩამოვედი. ხელში აყვანილი, გულწასული შემოიყვანეს ეს ბავშვი. 16 წლის არის", - ამბობს აქციის მონაწილე.
არსებობს ფაქტები თუმცა არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროსს თავის მართლებაც.
გუშინ ღამის 12 საათზე გაამრთულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებას ეხებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია“.
„რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ?! დაინახეთ“?! - შეუბრუნა მან კითხვა ჟურნალისტს და დასძინა: „პარლამენტის შესასვლელთან ჩვენ ვიყენებთ წიწაკის სპრეის და ცრემლმდენ გაზს“.