"თვალი აღარ უნდა დახუჭო, ჩუმად ვინც იყვნენ, ისინიც აღარ არიან ჩუმად" - მახარაძე ხალხს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

02.05.24 17:24
"თვალი აღარ უნდა დახუჭო, ჩუმად ვინც იყვნენ, ისინიც აღარ არიან ჩუმად" - მახარაძე ხალხს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

რუსთაველის გამზირი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანებით დღესაც გაივსება - ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ზუსტად 7 საათზე შეიკრიბებიან.

მასშტაბურ პროტესტს პოლიტიკოსების, სტუდენტებისა და მესამე სექტორის გარდა, ხელოვანებიც შეუერთდებიან. გიორგი მახარაძე "პირველებთან" ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რეინიცირებული კანონპროექტის საფრთხეებზე საუბრობს.

მსახიობი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, თუმცა გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეები დანებებას იქამდე არ აპირებენ, სანამ საკუთარ მიზანს არ მიაღწევენ.

ნაცების აქციად როდესაც ვიყავით მონათლული, მაგ დროს ვიღაცები არ გამოდიოდნენ, რადგან ტელევიზორიდან ცოტა სხვანაირად აგებინებდნენ რაღაცებს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი ადამიანის დგომა მნიშვნელოვანია. მაგ მხრივ მშვიდად ვარ, რადგან მგონია, რომ ყველამ კარგად იცის და ყველას გააზრებული აქვს, რომ ასეა და ყველა გამოდის. აღარ არის ის მომენტი, რომ რაღაცაზე თვალი დახუჭო და გაიხედო, ვითომ ვერ ხედავ, ჩუმად იყო და ამბობდე, რომ ვაიმე რა ხდება. ეს სიტუაცია აღარ არის. მგონია, რომ ჩუმად ვინც იყვნენ, ის ხალხიც აღარ არის ახლა ჩუმად", - ამბობს გიორგი მახარაძე.