თავი შეიკავეთ მიცვალებულის დისკრედიტაციისგან - ინგა გრიგოლია

12.07.21 20:35
 თავი შეიკავეთ მიცვალებულის დისკრედიტაციისგან - ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირიდან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართა, შეწყვიტოს გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას დისკრედიტაცია. გრიგოლია მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს, მოუხადოს ბოდიში მედიას უაპელაციო ტყუილისთვის.

მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ან დაამტკიცეთ რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ, როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ ან მოგვიხადეთ ბოდიში მთელ ქართულ მედიას, რომ გამოდიხართ და ასე უაპელაციოდ გვაბრალებთ შეთქმულებაში მონაწილეობას. შეთქმულება კი არა ჩვენი უფლებებისთვის ვდეგვართ აქ ჩვემ გარდაცვლილ კოლეგას დავტირით და ვითხოვთ პასუხს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც აქ მოუწყვეთ. რა სამარცხვინოები ხართ დღეს ამ განცხადების პარალელურად რომ შეეცადეთ საზოგადოება მოგეტყუებინათ, პატრიარქზე გააკეთეს განცხადებაო.მართლა რა უნამუსოები ხართ, როდის მოისმინეთ, ეს გინდათ თქვენ, რელიგიის სახელით სპეკულირებთ თქვენ, თქვენი რელიგია ეტყობა ესე გესმით. ცილისწამებით, ძალადობით, ჩვენ სხვანაირად გვესმის. არ გამოგივათ რელიგიის სახელით მედიასთან დაპირისპირება. 

არ გაბრიყვდეთ, თავი შეიკავეთ მიცვალებულის დისკრედიტაციისგან, გაეშვით მედიას. მოგცევით საშუალება დავუბრუნდეთ ჩვენ საქმეს, აქ რა მინდა მე, მე ეხლა სტუდიაში უნდა ვიყო გადაცემა უნდა მიმყავდეს. აიღეთ პასუხისმგებლობა სპეცოპერაციაზე, რომელიც მოგვიწყვეს მედია", - მიმართა ინგა გრიგოლიამ ხელისუფლებას.

მსგავსი სიახლეები