გმირთა მოედანზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო - აქციის მონაწილე პირადად გოგა მემანიშვილმა დააკავა (ვიდეო)

02.05.24 19:31
გმირთა მოედანზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო - აქციის მონაწილე პირადად გოგა მემანიშვილმა დააკავა (ვიდეო)

პოლიციამ გმირთა მოედანზე აქციის მოანწილეთა დაკავება დაიწყო - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  დაკავებულიასანდრო ქერაული. მუსიკალურ ჯგუფ "ქვემეხის" წევრი საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა პირადად დააკავა.

ამ დროსითვის, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს - ახალგაზრდები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ. ავტომობილების მოძრაობა პარალიზებულია, თუმცა მძღოლები აქციის მოანწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მხარდაჭერას სიგნელებით და შეძახილებით "არა რუსულ კანონს" - უცხადებენ.

ფოტო: პუბლიკა